მაშინ, როცა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით ცდილობს წინსვლას, ოპოზიცია კვლავ ძველ სცენარს უბრუნდება — არჩევნებში გამარჯვების ნაცვლად ქუჩაში სიტუაციის ესკალაციის მცდელობას, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“, წევრი თამთა მეგრელიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს.
მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ უკვე დაინახა, რომ საარჩევნო მხარდაჭერა ამომრჩევლისგან არ აქვს, შესაბამისად ძველ მეთოდს მიმართეს, რასაც მარცხის შემდეგ ბოიკოტი და ქუჩის მიტინგები ეწოდება.
„მაშინ, როცა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით ცდილობს წინსვლას, ოპოზიცია კვლავ ძველ სცენარს უბრუნდება — არჩევნებში გამარჯვების ნაცვლად ქუჩაში სიტუაციის ესკალაციის მცდელობას. როგორც საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმი“ იტყობინება, ლიეტუვაში მიმდინარეობს ქართველი აქტივისტების „გადამზადება“ – სავარაუდოდ, იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ვითარების ესკალაცია, პროვოკაციები და დესტაბილიზაცია სცადონ. როგორც ჩანს, ოპოზიციამ უკვე დაინახა, რომ საარჩევნო მხარდაჭერა არ გააჩნია, ამიტომაც ისევ ძველ, კარგად ნაცად გზას ადგას — მარცხის შემდეგ ბოიკოტი, ქუჩის მიტინგები და უცხოელი კურატორების დავალებების შესრულება.
მათ პოლიტიკის მთავარი პრინციპი ვერ გაიგეს, სახელმწიფო ქუჩაში არ შენდება. ვერც გამარჯვება მოიპოვება გარედან ჩამოტანილი ინსტრუქციებით და გრანტებით. დემოკრატიული ქვეყანა იმართება არა ქუჩით, არამედ არჩევნებით, არჩევნები კი ხალხის ნების გამოხატვა და შენი რეიტინგის შეფასების ერთადერთი, უალტერნატივო ინდიკატორია. ზოგადი პოზიცია, რომელიც ოპოზიციას და მასთან აფილირებულ რადიკალურ ჯგუფებს ახასიათებთ, არის ტიპური ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა — როცა მიზანი არ არის ქვეყნის განვითარება, სტაბილურობა ან კონსტიტუციურ საზღვრებში მოქმედება, არამედ მუდმივი ქაოსი, ისტერია და ხელისუფლების არალეგიტიმური გზებით დამხობის მცდელობა. საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, განსაკუთრებით – უსაფრთხოების და ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ქვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას არ დაუშვებენ. ხალხის ნება არც ლიეტუვაში იწერება და არც NGO-ს ოფისებში – ის საარჩევნო ყუთთან ყალიბდება“,- წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.