აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა (ICE) განაცხადა, რომ უკრაინელი „ახალმოსულები“ ქვეყნიდან გაძევების შემდეგ უკვე დაბრუნდნენ შინ. უწყების სოციალური ქსელების გვერდებზე გამოქვეყნდა ორი ფოტო უკრაინის საზღვრიდან, სადაც ჩანს რამდენიმე დეპორტირებული პირი, მათ შორის ქალი და მოზარდი. მათი ვინაობა და დეპორტაციის მიზეზები არ ხმაურდება.
ტრამპისა და პუტინის სამიტის წინ, რომელიც ალასკაზე უნდა გამართულიყო, გაზეთი Wall Street Journal იუწყებოდა, რომ აშშ-ში მცხოვრები დაახლოებით 120 ათასი უკრაინელი Uniting for Ukraine (U4U) პროგრამით შემოღებულ ჰუმანიტარულ დაცვას კარგავს. ამ პროგრამის ფარგლებში აშშ-ში 300 ათასამდე უკრაინელი ჩავიდა, რომლებსაც ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში შეეძლოთ ცხოვრება და მუშაობა, თუკი ამერიკელი სპონსორი ეყოლებოდათ.
ტრამპის ადმინისტრაციის განზრახვაზე, დაახლოებით 200 ათასი უკრაინელი სამშობლოში დაებრუნებინა, საუბარი მიმდინარე წლის მაისში დაიწყეს. მაშინ Washington Post, ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ლტოლვილებს ნებაყოფლობითი „თვითდეპორტაციისთვის“ შესაძლოა, 1000 დოლარი გადაეხადათ.