პოლიტიკა

მარკო რუბიო – ომის დასასრულებლად ნებისმიერ მოლაპარაკებებს სჭირდება ორივე მხარის მიერ არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც, სად გავა ხაზები და სად გაჩერდება ომი პუტინისა და ზელენსკის გადასაწყვეტია

ომის დასასრულებლად ნებისმიერ მოლაპარაკებებს სჭირდება ორივე მხარის მიერ არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც. სად გავა ხაზები და სად გაჩერდება ომი პუტინის და ზელენსკის გადასაწყვეტია, –  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

მარკო რუბიომ ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ომის დასრულებასთან ერთად, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ უკრაინაში შეჭრა აღარასდროს განმეორდება.

„ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ის, რომ უკრაინამ მომავალში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. არსებითად, მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ამ ომის დასრულებისას ისინი იქნებიან ისეთ მდგომარეობაში, რომ აღარასდროს განმეორდეს ინტერვენცია. ვფიქრობ, ასევე მართალია – და არ ვიცი, რატომ არის ეს ბევრისთვის ასეთი რთული გასაგები – რომ ომის ან ნებისმიერი კონფლიქტის დასასრულებლად ნებისმიერი მოლაპარაკებები საჭიროებს ორივე მხარის მიერ არა მხოლოდ მიღებას, არამედ გაცემასაც. კერძოდ, ერთი მხარე აქ არ მიიღებს 100 პროცენტს. თითოეული მხარე უნდა წავიდეს გარკვეულ დათმობებზე. ცხადია, რომ ტერიტორიები ან სად გავა ხაზები, სად გაჩერდება ომი, იქნება ამ მოლაპარაკებების ნაწილი. ეს არ არის მარტივი და, შესაძლოა, ეს არ არის სამართლიანი, თუმცა ეს არის ის, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად. ეს არის ჭეშმარიტება ყველა ომში. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ომები ასე არ სრულდება, არის, როდესაც რომელიმე მხარე უსიტყვო კაპიტულაციას აცხადებს და ჩვენ ამას ამ კონფლიქტში არ განვიხილავთ. ამიტომ, ცხადია, ეს საკითხი იქნება განხილული და პრეზიდენტმა ამის შესახებ ცხადად ისაუბრა. საბოლოოდ, თუ როგორი იქნება ეს ხაზები, პუტინისა და ზელენსკის გადასაწყვეტია“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ამასთან, მარკო რუბიომ თეთრ სახლში უკრაინის, აშშ-ის პრეზიდენტებისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრას „დიდი მომენტი“ და უპრეცედენტო მოვლენა უწოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა