პოლიტიკა

ნინო მიქიაშვილი- წულუკიანის გაძევებულ ნაცებს დავით ლორთქიფანიძე უკან აბრუნებს… ჩემი თვალით ვნახე, მიშა წერეთელი როგორ დაძუნძულებდა ნაცაქციებზე;

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,წულუკიანის გაძევებულ ნაცებს დავით ლორთქიფანიძე უკან, მუზეუმში აბრუნებს

საქართველოს ხელისუფლების ძვირფასო ხელმძღვანელებო,

თქვენი განცხადებების ფონზე, რომ სახელმწიფო სამსახურები იწმინდება ნაცებისგან (ანუ უცხო ქვეყნების მსახურებისგან), აგერ, ჩვენი დედაქალაქის შუაგულში – რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენდირექტორი დავით ლორთქიფანიძე მუზეუმში აბრუნებს ქალბატონ თეა წულუკიანის მინისტრობისას გაშვებულ ნაცებს.

აი, მაგალითად, ეს ადამიანი, მიშა წერეთელი თავის ადგილას დააბრუნა – ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნა.

მე ჩემი თვალით ვნახე მიშა წერეთელი როგორ დაძუნძულებდა ნაცაქციებზე; ანუ, საქართველოს ხელისუფლების ამოსატრიალებელ აქციებზე.

კიდევ ერთი – ბატონმა წერეთელმა 2018 წელს გადამღები აპარატი ხელიდან გამომგლიჯა და გაიქცა, რის შემდეგაც ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწყო, რაც ცალკე საკითხია და რაზეც უფრო ვრცლად მოგვიანებით მოგახსენებთ.“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა