2013 წლიდან სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით საქართველო ევროპული ქვეყნების ხუთეულშია
ევროკომისიამფრედომ ჰაუსის2025 წლის ანგარიშისფარგლებში, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა.ინდექსი მოიცავს მსოფლიოს200ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში.კვლევის მიზანი იყო, შეფასების4ბალიანი სისტემით გაეცა პასუხი შეკითხვაზე: „არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი ?“. ანგარიშის მიხედვით ევროპაში 2013 წლის შემდეგ მხოლოდ5 ქვეყანამ მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების გაუმჯობესება: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა.
2025 წლის შეფასებით საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობითყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის ქვეყნების შემდეგმეოთხე ადგილზეადა უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 სახელმწიფოს : პოლონეთს, უნგრეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს_მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში ბოლო ადგილზე იმყოფება რუსეთთან და ბელორუსთან ერთად თანაბარი შეფასებით. კვლევის მიხედვით თვალსაჩინო ხდება, რომ 2017 წლიდანმოლდოვაში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის დონე გაუარესდა და ქვეყანამევროპაში ბოლო ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო უკრაინის მაჩვენებელი იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული არ შეცვლილა და მუდმივად ბოლო ადგილზეიმყოფება. ირკვევა ისიც, რომ 2013 წლამდე პერიოდში საქართველო უკრაინასთან, ბელორუსთან და რუსეთთან ერთად ევროპაში ასევე ბოლო ადგილზე იმყოფებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე.
2013 წლის შემდეგ საქართველოსთან ერთად მსოფლიოს სულ 30 ქვეყანაში მოხერხდა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდიკატორის გაუმჯობესება, მსოფლიოს 40 ქვეყანასა და ტერიტორიაზე კი ვითარება გაუარესდა.