ამერიკული კომპანია Bare Necessities ნუდისტებს მაიამის პორტიდან საკრუიზო მოგზაურობისკენ მოუწოდებს, გაჩერებებით კუბაში, ბაჰამის კუნძულებსა და იამაიკაზე. 11-დღიანი საზღვაო გასეირნება სახელწოდებით Big Nude Boat („დიდი შიშველი ნავი“) 9 თებერვალს დაიწყება და ვალენტინობის დღეს დაემთხვევა.
საკრუიზო გემზე Norwegian Pearl კაიუტების ღირებულება $2 000-დან იწყება და VIP-ნომერში სამი საძინებლით $33 000-ს აღწევს. მომავალი რეისისთვის კაიუტების 75%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ „დიდ შიშველ ნავზე“ ტანსაცმელი მაინც დაგჭირდებათ — რესტორნებში შესასვლელად და პორტში ყოფნისას. გემის თანამშრომლები შიშველ ატრაქციონში მონაწილეობას არ იღებენ.
Facebook Comments Box