4 ოქტომბრის არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დაწყებულია, ამჯერად ცეცხლი ენჯეო სექტორმა გახსნა. ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები” აცხადებს, რომ “არჩევნებს არ დააკვირდება.” და მიზეზად “ქვეყანაში შექმნილ გარემოს” ასახელებს და თითიდან გამოწოვილ მიზეზებს. დავუშვათ მართლაც ასეა, მაშინ ენჯეო კიდევ უფრო მეტად ვალდებულია დააკვირდეს არჩევნებს. თუმცა, მათი მიზანი სხვაა – არჩევნების დელეგიტიმაცია – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ეს დემარში სავარაუდოდ სჭირდებათ იმისთვის, რომ სხვა “მდიდარმა ენჯეოებმაც” მიმართონ და საერთაშორისო დონეზე არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, მათი არმონაწილეობით.
„ 4 ოქტომბრის არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დაწყებულია, ამჯერად ცეცხლი ენჯეო სექტორმა გახსნა. ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები” აცხადებს, რომ “არჩევნებს არ დააკვირდება.” და მიზეზად “ქვეყანაში შექმნილ გარემოს” ასახელებს და თითიდან გამოწოვილ მიზეზებს. დავუშვათ მართლაც ასეა, მაშინ ენჯეო კიდევ უფრო მეტად ვალდებულია დააკვირდეს არჩევნებს. თუმცა, მათი მიზანი სხვაა – არჩევნების დელეგიტიმაცია. იმედია, ხვდებით თუ რისთვის სჭირდებათ ეს დემარში, რომელსაც სავარაუდოდ სხვა “მდიდარი ენჯეოებიც” მიმართავენ, რომ საერთაშორისო დონეზე არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, მათი არმონაწილეობით. ჩვენ ვიხილეთ არჩევნებზე მათი “დაკვირვების” შედეგები. თუმცა, ეხლა ახალი ტაქტიკა აირჩიეს, დიდი ალბათობით მათი გარე კურატორების მითითებით. არჩევნებზე დაკვირვებას რომ ბოიკოტს უცხადებ, ფაქტიურად იგივეს აკეთებ რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა არჩევნებში მონაწილეობის ბოიკოტით. მათი არგუმენტიც იგივეა “ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა.” აი ასე გადაიკვეთა რადიკალური ოპოზიციის და “მდიდარი ენჯეოების” გზები, რაც სავსებით ლოგიკური პროცესია.“ – წერს ანჯაფარიძე.