პოლიტიკა

დავით ბახტაძე: ჩემი სამუშაო გამოცდილება მთლიანად დაკავშირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტთან, კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება – სასმელი წყლისა და წყალარინების რეაბილიტაციის მიმდინარე მასშტაბური პროექტი, ფაქტობრივად, საუკუნის საქმეა

ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ჩემი სამუშაო გამოცდილება მთლიანად დაკავშირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტთან. კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება. ასევე, კარგად ვიცნობ იმ საქმეს რომელსაც ვემსახურებით,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამტრედიის მერობის კანდიდატმა, დავით ბახტაძემ განაცხადა, რომელიც 2021 წლიდან სამტრედიის მერია.

დავით ბახტაძის თქმით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მრავალი პროექტი განხორციელდა მისი მერობის პერიოდში, მათ შორის მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა და განხორციელდა მრავალბინიანი კორპუსების ფასადის რეაბილიტაცია.

„განვლილი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიმართულებით 160 კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები. ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მრავალი პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, 34 სპორტული ინფრასტრუქტურის სპორტული ობიექტი მოეწყო. მათ შორისაა, საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, ღია საკალათბურთო კაუჩუკის საფარიანი მოედნები, მინი საფეხბურთო მოედნები და ა.შ.“- აცხადებს დავით ბახტაძე.

დავით ბახტაძის განცხადებით, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია მუნიციპალიტეტისთვის, რომლის აღმოსაფხვრელადაც მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

„სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს სანიაღვრე სისტემის გაუმართავი მდგომარეობა. რომელთან დაკავშირებითაც მრავალი პროექტი განხორციელდა, ამჟამადაც მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე სასმელი წყლისა და წყალარინების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც, ფაქტობრივად, საუკუნის პროექტია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“,- განაცხადა დავით ბახტაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა