ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი, მე-20 ადგილზეა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ოქტომბრის არჩევნებში მყარ გამარჯვებას მოიპოვებს და ქვეყანას ექნება მშვიდობისა და სტაბილური განვითარების პოლიტიკური ამბიციის ფონზე მეტი შესაძლებლობა, თანასწორად, მისი ინტერესების დაცვით ესაუბროს მეგობარ ქვეყნებს.
„ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი, მე-20 ადგილზეა.
ზემოაღნიშნული მონაცემები ისედაც თვალხილულ შედეგთან ერთად არის ქართული სახელმწიფოს სწორი განვითარების ინდიკატორი.
„ქართული ოცნება“ ოქტომბრის არჩევნებში მყარ გამარჯვებას მოიპოვებს და ქვეყანას ექნება მშვიდობისა და სტაბილური განვითარების პოლიტიკური ამბიციის ფონზე მეტი შესაძლებლობა, თანასწორად, მისი ინტერესების დაცვით ესაუბროს მეგობარ ქვეყნებს.
ამ ფონზე გლობალისტების დაკვეთით მოქმედი ოპოზიციური სპექტრი ისევ პოლიტიკურ ნოკაუტში აღმოჩნდება და ისინი არჩევნებამდე წააგებენ არჩევნებს.
მინდა ვისურვო მეტი ობიექტური კვლევა ქართული სახელმწიფოს პროგრესის საჩვენებლად, დადებული შედეგების მიმართ კიდევ უფრო გაბედული შეფასებებით, რაც საბოლოო ჯამში იქნება მყარი არგუმენტი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ არჩეული გზა არის განვითარება პოლიტიკურად ევროპული კულტურით და ამ არჩევანში მყარია ქართველი ხალხიცა და ხელისუფლებაც“, -წერს თამთა მეგრელიშვილი.