ამერიკელი მოსამართლე და სოციალური მედიის ვარსკვლავი, ფრენკ კაპრიო, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია BBC- მ ოჯახზე დაყრდნობით გაავრცელა. როდ-აილენდში 40-წლიანი კარიერის განმავლობაში ის განთქმული იყო ბრალდებულთა მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობითა და იუმორით. განაჩენის გამოტანისას ითვალისწინებდა ბრალდებულების პირად გარემოებებს.
მოსამართლე კაპრიოს ვიდეოებმა მისი პოპულარული სატელევიზიო შოუდან, „Caught in Providence“სოციალურ ქსელებში მილიარდობით ნახვა დააგროვა, რის გამოც მას „მსოფლიოს ყველაზე საყვარელი მოსამართლის“ ტიტული მიენიჭა.
სატელევიზიო კარიერის დაწყებამდე მოსამართლე კაპრიომ ათასობით საქმე განიხილა თავის მშობლიურ ქალაქში, პროვიდენსში, როდ-აილენდში.
Facebook Comments Box