პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, რაც მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება გულში აქვს.
მისი სითბო და სიმღერები ჩვენთან სამუდამოდ დარჩება“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box