Uncategorized

Politico: ტრამპმა ორბანს განუცხადა, რომ მილსადენ „მეგობრობაზე“ უკრაინელების თავდასხმების გამო ძალიან გაბრაზებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს უთხრა, რომ „ძალიან გაბრაზდა“, როცა გაიგო, რომ უკრაინამ რუსული ნავთობსადენი „მეგობრობა“ დააზიანა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია 13 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე, როცა უკრაინულმა დრონმა ნავთობსადენი, საიდანაც უნგრეთი, სლოვაკეთი და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნები რუსეთიდან ნავთობს იღებენ, დააზიანა.

„ვიქტორ, ამის გაგება არ მსიამოვნებს. ძალიან გაბრაზებული ვარ. გადაეცით ეს სლოვაკეთს“, – დაწერა ტრამპმა და მიუგო ორბანს: „თქვენ ჩემი დიდი მეგობარი ხართ“.

თავის მხრივ, ორბანი ტრამპს წერდა, რომ ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გასამართ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობსადენი „მეგობრობა“ დააზიანა.

Politico-ს ცნობით, ნავთობსადენი, რომელიც 19 აგვისტოს აღადგინეს, ორი დღის შემდეგ უკრაინელების მხრიდან კვალავ თავდასხმის ობიექტი გახდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა