Uncategorized

იტალიის ვიცე-პრემიერმა მაკრონს უკრაინაში ჩასვლა და ომში ჩართვა ურჩია. საფრანგეთის საგარეომ იტალიის ელჩი დაიბარა

იტალიის ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის განცხადებამ საფრანგეთთან დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.

კერძოდ, სალვინიმ ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ევროპული ჯარის გაგზავნას უჭერს მხარს, მას შეუძლია „ჩაფხუტი დაიფაროს“ და თავად წავიდეს უკრაინაში.

ამ განცხადების გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი პარიზში ემანუელა დ’ალესანდრო დაიბარეს.

„ელჩს შეახსენეს, რომ ასეთი განცხადებები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებსა და ნდობის ატმოსფეროს ეწინააღმდეგება. აღნიშნული ეწინააღმდეგება აგრეთვე ორმხრივ ურთიერთობებს, რაც ორი ქვეყნის პოზიციების დაახლოებას გულისხმობს, განსაკუთებით უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – განაცხადეს საფრანგეთის საგარეო უწყებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა