აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი 24 – 26 აგვისტოს კიევს ეწვევა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კელოგი უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება და აგრეთვე ლოცვის საუზმეში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კელოგს ბოლოს 18 აგვისტოს ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის დროს შეხვდა.
Facebook Comments Box