Uncategorized

მარიო დრაგი: გაქრა ილუზია ისეთი ევროპის შესახებ, რომელიც ანგარიშგასაწევია

JPG resized with https://ezgif.com/resize

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და იტალიის ყოფილი პრემიერი, მარიო დრაგი აცხადებს, რომ ახალ სამყაროში, სადაც ომი და დაუნდობელი გეოპოლიტიკა დომინირებს, ევროკავშირმა თავდაცვის გაუმჯობესებაზე უკეთ უნდა იზრუნოს.

„წლების განმავლობაში, ევროკავშირს სჯეროდა, რომ მისი ეკონომიკური მასშტაბი, რომელიც 450 მილიონ მომხმარებელს მოიცავს, მას გეოპოლიტიკურ ძალასა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში უპირატესობას ანიჭებდა. ეს წელი ისტორიაში შევა, როგორც წელი, როდესაც ეს ილუზია გაქრა“, – განაცხადა დრაგიმ რიმინის ყოველწლიურ შეხვედრაზე.

მარიო დრაგიმ ასევე შეაფასა საერთაშორისო ვითარება.

„ჩვენ იძულებული გავხდით შევგუებოდით ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისა და დიდი ხნის მოკავშირის, შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებს. იგივე მოკავშირემ იძულებული გაგვხადა, გაგვეზარდა სამხედრო ხარჯები. ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ისედაც უნდა მიგვეღო, მაგრამ ისეთი ფორმითა და მეთოდებით, რომელიც ევროპის ინტერესებს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომისთვის ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი ევროკავშირმა შეიტანა და ყველაზე მეტად არის დაინტერესებული სამართლიანი მშვიდობით, მას აქამდე მშვიდობის მოლაპარაკებებში საკმაოდ მცირე როლი ეკავა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, დღევანდელი გამოწვევების დასაძლევად, ევროკავშირი უნდა შეიცვალოს და დამხმარე როლიდან მთავარ მოთამაშედ იქცეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა