Uncategorized

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პუტინი აშშ-ში 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დაპატიჟოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს დაესწროს, რომელიც მომავალ წელს, კანადასა და მექსიკასთან ერთად, შეერთებულ შტატებშიც გაიმართება.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ჟურნალისტებს ტრამპმა პუტინის მიერ გამოგზავნილი ფოტოც აჩვენა, რომელზედაც ის და კრემლის ლიდერი ალასკაზე შეხვედრისას არიან გადაღებული და განაცხადა, რომ ფოტო მოსწონს.

„გამომიგზავნეს ფოტო და ვიფიქრე, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნებოდა ამის ნახვა. ეს ადამიანი სახელად ვლადიმერ პუტინი შეიძლება ჩამოვიდეს, ან არ ჩამოვიდეს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები“, – თქვა ტრამპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა