პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: დღეს კონსტიტუციის დღეა, გასული შვიდი წლის განმავლობაში არცერთი ცვლილება არ შესულა კონსტიტუციის რედაქციაში, რაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სტაბილური განვითარებისთვის და მიუღებელია ჩვენი ოპონენტებისთვის

x

გზა, რომელმაც დღევანდელ კონსტიტუციამდე მოგვიყვანა, მრავალი სირთულით იყო სავსე. პირველ ოც წელიწადში საქართველოს კონსტიტუციაში ოცდაათზე მეტი ცვლილება შევიდა, უმეტესი მათგანი მორგებული იყო მიშა საკაშვილის და მისი დაჯგუფების ინტერესებზე, რამაც თავისი კვალი დატოვა ქვეყნის არასტაბილურობაზე, – წერს ექაპერტი ნინო ფოჩხუა, საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, 2016 წელს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და მმართველმა გუნდმა შექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას.

“დღეს კონსტიტუციის დღეა, რაც მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის სასახლეში აღნიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმის განვითარება, კონსტიტუცია ხომ ქვეყნის ძირითადი კანონია. გზა, რომელმაც დღევანდელ კონსტიტუციამდე მოგვიყვანა, მრავალი სირთულით იყო სავსე. პირველ ოც წელიწადში საქართველოს კონსტიტუციაში ოცდაათზე მეტი ცვლილება შევიდა, უმეტესი მათგანი მორგებული იყო მიშა საკაშვილის და მისი დაჯგუფების ინტერესებზე, რამაც თავისი კვალი დატოვა ქვეყნის არასტაბილურობაზე. 2016 წელს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და მმართველმა გუნდმა შექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას. გასული შვიდი წლის განმავლობაში არცერთი ცვლილება არ შესულა კონსტიტუციის რედაქციაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სტაბილური განვითარებისთვის, რაც მიუღებელი იყო ჩვენი ოპონენტებისთვის, ამერიკის და ევროკავშირის მაშინდელი ელჩებისთვის, მათი მიზანი ჩვენი კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ გაუძლო ამ ზეწოლას, მოახერხა, დაიცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესი და არავის მისცა კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება. ეს კი სულ ასე იქნება. ჩვენი კონსტიტუცია მუდამ იდგება სახელმწიფოს სუვერენიტეტის სადარაჯოზე.” – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა