პოლიტიკა

ჯეფრი საქსი: ზელენსკი რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ საკუთარ თანამემამულეებს კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში აყენებს. ამერიკელი სტრატეგების წარუმატებლობები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არც ისე ჭკვიანები არიან

ამერიკელ სტრატეგებზე არასდროს მქონია მაღალი წარმოდგენა. მათი წარუმატებლობები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არც ისე ჭკვიანები არიან.-ამის შესახებ ამერიკელმა ეკონომისტმა და ჰარვარდის პროფესორმა ჯეფრი საქსმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი იმარჯვებს და ნეიტრალიტეტზე შეთანხმება იქნება დასასრული უგუნური ამერიკული ავანტიურისა, რომელიც 1990-იან წლებში ნატო-ს უკრაინასა და საქართველოში წინსვლით დაიწყო და ტერიტორიულ დანაკარგებამდე მიგვიყვანა.

„რუსეთი ბრძოლის ველზე იმარჯვებს. უკრაინას არ აქვს საკმარისი პირადი შემადგენლობა, ის ვერ შეედრება რუსეთს საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების რაოდენობით და ეს სრულიად ლოგიკურია. რუსეთი გაიმარჯვებს, ეს თავიდანვე ცხადი იყო.

უკრაინელთა მნიშვნელოვან უმრავლესობას სურს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს. ზელენსკი ახლა, ფაქტობრივად, სამხედრო დიქტატორია. ის არჩევნების გარეშე მართავს ქვეყანას. მისი უფლებამოსილების ვადა დიდი ხანია ამოიწურა. ზელენსკით აღფრთოვანებული არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, დიდი ხნის განმავლობაში მას სხვადასხვა ძალის, მათ შორის უკრაინის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებისა და შეერთებული შტატების მარიონეტად მივიჩნევდი. და როდესაც შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ არ სურდათ ამ თამაშის გაგრძელება, რადგან ის ჩავარდა, იგივე თქვეს ევროპელებმაც. უდავოა, ზელენსკი რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ საკუთარ თანამემამულეებს კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში აყენებს.

ეს ომი უნდა შეწყდეს, უნდა მიღწეულ იქნას შეთანხმება ნეიტრალიტეტის შესახებ. ეს არის დასასრული იმ აბსოლუტურად უგუნური ამერიკული ავანტიურისა, რომელიც 1990-იან წლებში ნატო-ს უკრაინასა და საქართველოში წინსვლით დაიწყო და ტერიტორიულ დანაკარგებამდე მიგვიყვანა. რადგან შეერთებულმა შტატებმა და უკრაინის რეჟიმმა 2014 წლის შემდეგ გარისკეს და წააგეს. მათ ბევრი შანსი ჰქონდათ, რომ დონბასი არ დაეკარგათ. ამას მინსკის შეთანხმებები (მინსკი-2) ეწოდებოდა. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ თქვეს: „არა, ჩვენ არ დავიცავთ მინსკის შეთანხმებებს. ჩვენ არ მივცემთ ავტონომიას უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს – ლუგანსკსა და დონეცკს“.

მათ გარისკეს. ვიცი, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ფიქრობდნენ, რომ მათ „იღბლიანი ხელი“ ჰქონდათ. სხვათა შორის, ამერიკელ სტრატეგებზე არასდროს მქონია მაღალი წარმოდგენა. მათი წარუმატებლობები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არც ისე ჭკვიანები არიან. ისინი შეცდნენ და ვფიქრობ, ეს მოსალოდნელი იყო“-აცხადებს ჯეფრი საქსი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა