პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით – არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები

მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით. არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ საკუთარი ფული და მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით მსგავსი ბინძური პროვოკაციებისთვის ამზადებენ, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სამართალდამცავებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და უფრო მძიმე შედეგი არ მივიღეთ, რადგან ეგზალტირებული ბრბო მზად იყო ჯგუფურად ეძალადა ამერიკელ ტურისტზე. შაქარიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ უკვე თვეებია, დედაქალაქის მოსახლეობა ითმენს 50-მდე არაფხიზელი ადამიანის მიერ მთავარი გამზირის გადაკეტვას და ინტერესდება, მეტი რა უნდა ჩაიდინონ, რომ ეს განუკითხაობა აღიკვეთოს რუსთაველის გამზირიდან.

“მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით. არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ საკუთარი ფული და მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით მსგავსი ბინძური პროვოკაციებისთვის ამზადებენ. მადლობა ჩვენ სამართალდამცავებს, რომ დროულად მოასწრეს რეაგირება და უფრო მძიმე შედეგი არ მივიღეთ, რადგან ეს ეგზალტირებული ბრბო მზად იყო ჯგუფურად ეძალადა ამერიკელ ტურისტზე. ის ცალკე ამბავია, რომ რუსი ეგონათ და რუსი-რუსის შეძახილებით გაშმაგებული მისდევდნენ. (ჯერ ამერიკულ ფარას დაარქვეს რუსული, ახლა უკვე ამერიკელ ტურისტს – რუსი ტურისტი) ყოველდღე 50-მდე არაფხიზელი ადამიანი კეტავს ქალაქის მთავარ გამზირს, თვეებია უკვე ამას ითმენს საზოგადოება. ახალ წელს ნაძვის ხის ანთების საშუალება არ მისცეს მერიას. 9 აპრილს როდიონოვის თანამოაზრეებმა, კომკავშირლებმა ამ ტრაგიკული დღის მონაწილეები და სხვა რიგითი მოქალაქეები არ მიუშვეს მემორიალთან. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენს მეგობარს, ბექა გოცირიძეს გაუსწორდნენ ლაჩრულად… საინტერესოა მეტი რა უნდა ჩაიდინონ, რომ ეს განუკითხაობა აღიკვეთოს რუსთაველის გამზირიდან?! ნათელია, რომ არ გაჩერდებიან იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებენ, სანამ არ ჩაქოლავენ ვინმე ტურისტს და სანამ არ მიაყენებენ გამოუსწორებელ ზიანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს!(როგორც არაერთხელ უქნიათ)

P.S. ერთი წამით დავუშვათ იგივე, რომ ქართული ოცნების შეკრებაზე მომხდარიყო… სახ.დეპში უკვე ბრიფინგი ჩატარდებოდა, ელჩი ამერიკის მოქალაქეს საავადმყოფოში მოინახულებდა, ევროკავშირის საელჩო იტყოდა, რომ მოძალადეების ადგილი ევროკავშირში არ არი და ა.შ. და ა.შ.

P.P.S. ორმაგი სტანდარტი და ამაზრზენი პოლოტიკური ფარისევლობა – ეს არის ორი უმთავრესი “ღირებულება” რაც დღევანდელ დასავლეთს შემორჩა!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა