Uncategorized

იაპონური სტარტაპი იენთან მიბმულ პირველ სტეიბლკოინს გამოუშვებს

იაპონური სტარტაპი იენთან მიბმულ პირველ სტეიბლკოინს გამოუშვებს

იაპონია

BM. GE

25.08.25 08:30

41

იაპონურმა ფინტექ სტარტაპმა, JPYC-მა სახელმწიფო რეგულატორისგან იენზე მიბმული სტეიბლკოინის გამოშვების უფლება მოიპოვა და ქვეყნის ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელიც მსგავს ნაბიჯს გადადგამს.

ციფრული ვალუტის კურსი იაპონურ იენთან მიმართებით 1:1-ზე იქნება და ის სახელმწიფო ბონდებითა და ბანკებში ჩადებული დეპოზიტებით გამყარდება. ეს აღნიშნულ სტეიბლკოინს მეტ სტაბილურობასა და სანდოობას შესძენს.

თავდაპირველად, JYPC-ის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა იაპონურ საინვესტიციო ფონდებზე იქნება გათვლილი, თუმცა მომავალში საერთაშორისო კლიენტებსაც მოემსახურება. რაც შეეხება JYPC-ს მიერ მოგების მიღებას, სტარტაპი გადარიცხვებისთვის დამატებითი გადასახადის დადებას არ აპირებს. შემოსავლებს კომპანია მომხმარებლების მიერ შეძენილი სახელმწიფო ბონდებიდან მიიღებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა