უცხოური მედია

იტალიის ელჩი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

იტალიის ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი ემანუელა დალესანდრო გამოიძახეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც TF1 Info წერს, საგარეო უწყებაში ელჩს განუცხადეს, რომ ეს განცხადებები ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ნდობის ატმოსფეროსა და ისტორიულ ურთიერთობებს, ასევე ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომლებმაც ორი ქვეყნის პოზიციები დააახლოვა, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

იტალიის მემარჯვენე ვიცე-პრემიერმა, პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერმა, მატეო სალვინიმ მწვავედ გააკრიტიკა ემანუელ მაკრონი უკრაინაში ძალების გაგზავნის იდეის მხარდაჭერის გამო. როგორც ფრანგული პრესა წერს, მილანში ვიზიტისას მას ჰკითხეს უკრაინაში იტალიელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ. ამაზე პასუხად მატეო სალვინიმ ემანუელ მაკრონს უკრაინაში თავად გამგზავრება ურჩია.

„იტალიელი სამხედროები უკრაინაში? არავითარ შემთხვევაში. თუ ემანუელ მაკრონს სურს, თვითონ გაემგზავროს. დაიხურე ჩაფხუტი, აიღე ხელში შაშხანა და თავად გაემგზავრე უკრაინაში“, – განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა.

როგორც ფრანგული მედია წერს, მატეო სალვინიმ მარტში საფრანგეთის ლიდერი ევროპის რუსეთთან ომისკენ წაქეზებაში დაადანაშაულა და „გიჟი“ უწოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა