Uncategorized

ფრიდრიხ მერცი: გერმანია სოციალური უზრუნველყოფის არსებულ სისტემას ვეღარ დააფინანსებს

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის თქმით, ქვეყანა სოციალური უზრუნველყოფის არსებული სისტემის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს. კანცლერის აზრით, საყოველთაო კეთილდღეობის ამჟამინდელი ფორმა ეკონომიკურად ხელსაყრელი აღარ არის.

მერცმა ასევე მოუწოდა შემწეობების სისტემის გადახედვისკენ. 2024 წელს ამ მიზნით 47 მილიარდი ევრო დაიხარჯა და ხარჯები კვლავაც იზრდება. ეს სისტემა მოიცავს მრავალ გადახდას, მათ შორის: საცხოვრებლისა და ბავშვების შემწეობებს, უმუშევრობის და სხვა სუბსიდიებს. The Telegraph-ის ცნობით, გერმანიის ეკონომიკა ამჟამად სტაგნაციის მდგომარეობაშია, ხოლო მოსახლეობის დაბერებისა და უმუშევრობის ზრდის გამო, სოციალური ხარჯები იზრდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ შემწეობის მიმღებთა დიდი ნაწილი გერმანიის მოქალაქე არ არის.

გაზეთის მონაცემებით, გერმანიის ეკონომიკური ზრდა შენელდა: 2017 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 1.6% შეადგინა, მაშინ როდესაც ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 9.5% იყო. ამასთან, გერმანიის მშპ 2024 წელს 0.2%-ით, ხოლო 2023 წელს 0.3%-ით შემცირდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა