ახალგაზრდული კამპანია 2025 დაიწყო. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის წინასაარჩევნო და მიმდინარე პროექტები.
„აქტიურად დავიწყეთ ახალგაზრდული კამპანია 2025.ეს არის პროექტი, რომელიც წელს უკვე მეხუთედ ტარდება. თბილისში განსაკუთრებით ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროექტში, რაც გულისხმობს იმას, რომ გავლენ თითოეულ მისამართზე, მივლენ თითოეულ ოჯახთან და ეტყვიან, რომ4 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ კახა კალაძის, მისი გუნდის, „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი აქტიურად გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები ტარდება და მჯერა, რომ თითოეული ახალგაზრდის მონაწილეობა ამ პროექტში გადამწყვეტი იქნება ჩვენს დამაჯერებელ გამარჯვებაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ.