Uncategorized

ნინო ლაცაბიძე: ჩვენ დაგვხვდა რამდენიმე მიმართულებით პრობლემები და გამოწვევები, ეს იყო ქალაქის ისტორიული პრობლემები, როგორიც იყო ეკოლოგია, სატრანსპორტო პრობლემა, წყალმომარაგება, ლიფტების საკითხები

რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, რუსთავის მოქმედმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ მისი მერობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ჩვენ დაგვხვდა რამდენიმე მიმართულებით პრობლემები და გამოწვევები, დავყავით და ასე მივყევით ეტაპობრივად. ეს იყო ქალაქის ისტორიული პრობლემები, როგორიც იყო ეკოლოგია, სატრანსპორტო პრობლემა, წყალმომარაგება, ლიფტების საკითხები. ეს იყო ჩვენი ქალაქის ისტორიული პრობლმები.

ეკოლოგიის კუთხით პარლამენტმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და ჩვენმა ქალაქმა ოდნავ ამოისუნთქა. დავიწყეთ შიდა, მწვანე რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, შვედეთის მთავრობასთან ერთად ჭალის ტყის აღდგენა. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, ეს გამოწვევა არ არის დაძლეული. თუმცა, გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, ეკოლოგია საბოლოოდ როგორ უნდა დავძლიოთ.

იყო სატრანსპორტო პრობლემა – შიდამუნიციპალური ტრანსპორტი; ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი, ათასობით რუსთაველი ყოველ დღე თბილისის მიმართულებით მგზავრობს და განსაკუთრებით, სტუდენტებისთვის ეს იყო ერთ-ერთი ისტორიული პრობლემა. მიხარია, რომ ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით, შიდასატრანსპორტო სისტემა მთლიანად გამოვცვალეთ. თბილისის მიმართულებით დავნიშნეთ ახალი მიმართულებები და დღეს სტუდენტები და ათასობით რუსთაველი ძალიან კომფორტულად მგზავრობს. აქაც არ არის დასრულებული რეფორმა. ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ გავაუმჯობესოთ.

ლიფტები ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემა იყო და ქალაქის დაარსებიდან არც ერთი ლიფტი არ იყო რეაბილიტირებული. ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურდ სამთავრობო გუნდთან ერთად ამ პროექტის განხორციელება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, იმ პროექტს, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავი იქნება ერთ-ერთი ქალაქი, სადაც სრულად, 100%-ით ლიფტები იქნება ევროპული, თანამედროვე სტანდარტის“, – აღნიშნა რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ასევე, მათი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ახალგაზრდებისთვის სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული კუთხით ინფრასტრუქტურის შექმნა. ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ მათ 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, ხედვა და ძალიან დიდი მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო გუნდთან ერთდ, ამ ყველაფერში აქტიურად იყო ჩართული.

ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ, რათა ქალაქი ეკონომიკურად გაძლიერდეს. მათი ამოცანაა, რუსთავის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ უფრო მეტად იყოს დანახული, რაც მოიტანს ახალ ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს.

„ოჯახის სიძლიერე და ეკონომიკური გაძლიერება, ეს იქნება მთავრი, რითიც ჩვენ ჩვენს ქალაქს კიდევ ახალ ეტაპზე გადავიყვანთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა