პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას, გვაქვს საინტერესო ინიციატივები, გეგმები და პროექტები სხვადასხვა მიმართულებით

ჩემი მერობის პერიოდში, არაერთი გამოწვევა და მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომლის გადაჭრაც გუნდთან ერთად შევძელით. ასევე, ამ ოთხი წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ხობის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა დავით ბუკიამ განაცხადა, რომელიც საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს.

როგორც მოქმედი მერი აღნიშნავს, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ხობის მუნიციპალიტეტის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმარს. ბუკიამ უკვე განხორციელებულ ინფრასტურქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო გეგმები აქვს განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებითაც.

“ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია ჩემი ქვეყნის, ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობა და წინსვლა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ხობის თითქმის ყველა სოფელში გვაქვს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი, ხელოვნურსაფარიანი მინი-სტადიონები. ასევე გვაქვს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და საფეხბურთო ცენტრი. გვაქვს საინტერესო ინიციატივები, გეგმები და პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის როგორც ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯადაცვა, სოციალური კუთხით. სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა ნოჯიხევის N2 და შუა ქვალონის სკოლები, ამჟამად მიმდინარეობს ხეთაში სრული რეაბილიტაცია, ახალხიბულაში კი შენდება ახალი სკოლა.” – განაცხადა დავით ბუკიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა