რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან სწრაფ ორმხრივ მოლაპარაკებებზე უნდა გადავიდეს, – მიიჩნევს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული.
„თუ პრეზიდენტ პუტინს ჰგონია, რომ დროს გაიყვანს, მაშინ ის ცდება“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.
ვადეფულმა თავის ხორვატ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს ამზადებს.
Facebook Comments Box