პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ჩვენ ვიცით, როგორ დავამარცხოთ „ოცნება“, რვა ოპოზიციური პარტია თუ ფიქრობს, რომ ბოიკოტის გზით, მშვიდობიანი რევოლუციებით უფრო მეტ შედეგს მიაღწევს, მათი არჩევანია

ჩვენ დიდი ხანია, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ მივდივართ არჩევნების გზით. ახლა ჩვენი მთავარი ფოკუსი, მთავარი კონცენტრაცია არის არჩევნებზე, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა ქალაქში, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი პრიორიტეტი არის არჩევნები და არჩევნების გზით „ოცნების“ დასუსტება.

„ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი გუნდი მოწოდებების გამო გადაწყვეტილებებს არ ცვლის. ასეთი მოწოდება აქამდეც ბევრი გვსმენია, თუმცა გადაწყვეტილებები არ შეგვიცვლია. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. დღეს მიგვაჩნია, რომ არჩეული გვაქვს ყველაზე სწორი, ეფექტური გზა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. სხვა ოპოზიციური პარტიები, მათ შორის რვა ოპოზიციური პარტია თუ ფიქრობს, რომ ბოიკოტის გზით, მშვიდობიანი რევოლუციებით, დამხობებით უფრო მეტ შედეგს მიაღწევს, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მათ არჩევანს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი ტაქტიკა, ჩვენი სტრატეგია. ვიცით, როგორ დავამარცხოთ „ოცნება“ და როგორ გადავიყვანოთ ოპოზიციაში. 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები იქნება „ოცნების“ დამარცხების დასაწყისი“, – განაცხადა შარაშიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა