Uncategorized

ვუდი ალენი: ომი, რომელიც პუტინმა გამოიწვია, შემზარავია – თუმცა, იმისდა მიუხედავად, თუ რა გააკეთეს პოლიტიკოსებმა, არ ვფიქრობ, რომ ხელოვნების სფეროში ურთიერთობების გაწყვეტა კარგი გზაა დასახმარებლად

JPG resized with https://ezgif.com/resize

ამერიკელმა რეჟისორმა, ვუდი ალენმა მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულში მისი მონაწილეობის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკას უპასუხა.

ალენმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მოსკოვის კინოფესტივალში მისი მონაწილეობა რუსული სისასტიკის „გათეთრებას“ ისახავდა მიზნად.

„რაც შეეხება კონფლიქტს უკრაინაში, მტკიცედ მწამს, რომ ვლადიმირ პუტინი სრულიად არასწორად იქცევა. ომი, რომელიც მან გამოიწვია, შემზარავია. თუმცა, იმისდა მიუხედავად, თუ რა გააკეთეს პოლიტიკოსებმა, არ ვფიქრობ, რომ ხელოვნების სფეროში ურთიერთობების გაწყვეტა კარგი გზაა დასახმარებლად“, – განუცხადა ამერიკელმა რეჟისორმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ს.

ალენმა 24 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ვიდეოკონფერენციაში, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე ის ხელოვნური ინტელექტის განვითარების გათვალისწინებით, კინემატოგრაფიის მომავალზე საუბრობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული კინო ყოველთვის მოსწონდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა