დღეს, დილიდან ორი ინფორმაცია გავრცელდა: 1. “პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო” და 2. “შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა და 13 ობიექტი დახურა”, – წერს ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ორივე ამბის ერთ ნიუსად გავრცელებაც შეიძლებოდა, ვინაიდან, პროსტიტუციაზე ნიუსის სათაური ენჯეოების შესახებ ნიუსს მშვენივრად ერგება, ისევე როგორც პროსტიტუციის ნიუსის სათაური ეხმიანება ენჯეოების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს.
ამასთან, ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის, რაც ISFED-მა პარალელური ხმის დათვლის დროს იკადრა, ერთდროულად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაც იყო და აღვირახსნილი პროსტიტუციაც. “დღეს, დილიდან ორი ინფორმაცია გავრცელდა: 1. “პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო” და 2. “შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა და 13 ობიექტი დახურა” ვფიქრობ, ეს ორი ამბავი ერთ ტექსტად, ერთ ნიუსად უნდა გავრცელებულიყო და არც ორი სათაური გახდებოდა საჭირო.
პროსტიტუციაზე ნიუსის სათაური მშვენივრად ერგება ენჯეოების შესახებ ნიუსს და პირიქით – პროსტიტუციის ნიუსის სათაური ზუსტად ეხმიანება ენჯეოების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს. ერთი შენიშვნა: არც ერთ ამ ნიუსში ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED), არადა, ორივეში შეიძლებოდა, რადგან ის, რაც ამ ორგანიზაციამ პარალელური დათვლის დროს იკადრა, ერთდროულად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაც იყო და აღვირახსნილი პროსტიტუციაც.” – წერს გიორგი იაკობაშვილი.