მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.
ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეული ადგილი დღევანდელ დღეს უკავია – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას ავედრებს განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში, რომელიც არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული, აქ აღევლინება დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღვთისმსახურება, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს“, – განუცხადა ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა.
მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა.