პოლიტიკა

ნინო წილოსანი: მოძალადე ჯგუფებში ქალები ჩვენს მხარდამჭერებს ყველაზე ომახიანად აგინებდნენ და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ

თბილისში მცირერიცხოვანი ფაშისტური დაჯგუფება გადაადგილდება და სხვადასხვა ფორმის ძალადობას აორგანიზებს, მათ შორის პოლიციელების, პარტიის მხარდამჭერების, მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„გუშინ ვიხილეთ, ფაშისტური დაჯგუფება როგორ მივარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში, შეურაცხყოფდნენ და პროვოცირებდნენ იქ მყოფ ადამიანებს. ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საერთაშორისო საზოგადოებამ და დააფიქსირონ, რადიკალები საარჩევნო გარემოს როგორ შეურაცხყოფენ, პროვოცირებენ. ისეთი მასშტაბის ძალადობის პირობებში, რასაც ახორციელებენ, არც პოლიტიკოსებს არ გვაქვს თმენის ვალდებულება, არათუ მოქალაქეებს. სწორედ მოქალაქეებმა გასცეს პასუხი იქ მივარდნილ საზოგადოებას, რომლებიც ვითომ სიმღერით მმართველი პარტიის წარმომადგენლებს აგინებდნენ. საყვარლად ამბობთ, მღეროდნენო, რეალურად კი დედას იგინებოდნენ. ქართველები დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ, შეგიძლია, ტრადიცია იხილოთ.

მოძალადე ჯგუფებში ქალებს გამოჰყოფთ, რომლებიც ჩვენს მხარდამჭერებს ყველაზე ომახიანად აგინებდნენ და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ. გინდათ, რომ ეს ყველაფერი, როგორც ქალთა ძალადობა, ისე გაიტანოთ, მაგრამ რეალურად, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ იმ ქალებს აყენებთ, რომლებიც მართლა ძალადობის ქვეშ არიან ოჯახებში, თუ სხვადასხვა პარტნიორულ ურთიერთობებში. გაერკვიეთ საქმეში და იცოდეთ, როგორი სტანდარტი დაიცვათ, რომ მოძალადე, ფაშისტურ აქტივიზმში ჩართული ადამიანები, მათ შორის ქალები და კაცები მსხვერპლად არ გამოიყვანოთ. ისინი არა მსხვერპლნი, არამედ მოძალადეები იყვნენ. ყველაფერი თავიდან-ბოლომდე მაქვს ნანახი. ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც. სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაშიც ეს ფაშისტური დაჯგუფება ქალებითაც არის დაკომპლექტებული“, – განაცხადა წილოსანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა