პოლიტიკა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დავით ნიშნიანიძე დაინიშნა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დავით ნიშნიანიძე დაინიშნა. ახალი მოადგილე მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა წარადგინა. იფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„დავით ნიშნიანიძე დაიბადა ქუთაისში, 1986 წლის 14 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესის მართვის სპეციალობით.

საქართველოს შსს აკადემიაში გაიარა გადასახადის გადამხდელთა ადმინისტრირების და მომსახურების მიმართულების სტრუქტურული ერთეულების სტაჟირების თეორიული მომზადების, ხოლო საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში – ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო აღრიცხვის სრული კურსი.

2012 – 2015 წლებში მუშაობდა შპს „აუდიტორული კომპანია GRB -ში“, საგადასახადო შემოწმებების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 2015 – 2017 წლებში სსიპ „შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში“, აუდიტორის თანამდებობაზე, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით – ა(ა)იპ ,,ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“, მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

2018 წლის იანვრიდან დღემდე იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი.

ქუთაისის მერის მოადგილის დავით ნიშნიანიძის უფლებამოსილებაში შედის:

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ერთი პრიორიტეტის ფარგლებში, პროგრამებს შორის თანხების გადანაწილების, ერთი პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილების და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების გადანაწილების საკითხები, საკურატორო სფეროში შემავალი მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის დავალებების მიცემის საკითხი”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა