საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ესაუბრა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს და ის შეშფოთებულია საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრ გიუნტერ კრიხბაუმთან. მან დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით. გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჩემ მიმართ, როგორც ელჩისადმი. რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. მე ეს საქართველოშიც საჯაროდ ვთქვი. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლეს არ შეესაბამება“, – წერს ფიშერი.
Facebook Comments Box