პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ჩარლი კირკის მკვლელობა შედეგია მასობრივი ლიბერალური პოლიტიკის , რომელიც აღვირახსნილ თავისუფლებას ქადაგებს, სხვა აზრზე მყოფ ადამიანებს უუფლებოდ აცხადებს და მათ გაუქმებას, სოციალურ ლიკვიდაციას ახალისებს

ეროვნული კინოცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ოდიშარია კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლს კირკის მკვლელობას ეხმიანება და წერს:

„ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკოსი, ჩარლი კირკი მოკლეს ამერიკაში, უნივერისტეტის კამპუსში საჯარო შეხვედრისას.

თანამედროვე ლიბერალიზმი არის ფაშიზმის ყველაზე ვულგარული ფორმა, რადგან მისი თეორია და პრაქტიკა არის სრულად საპირისპირო. ჩარლი კირკი დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, მართავდა ღია, საჯარო დებატებს, არავის მოუწოდებდა ძალადობისკენ, არგუმენტირებულად მსჯელობდა იმაზე, რაც მიუღებელი იყო ნეოლიბერალურ იდეებში და ამის გამო, სწორედ ის არსებები, ვინც სიტყვის თუ სხვა ყველანაირ თავისუფლებაზე ქადაგებენ და ისტერიკებს აწყობენ, გამუდმებით ესხმოდნენ თავს და ბოლოს პირდაპირ ესროლეს.

ეს არაა იმ ვიღაც გადაღძუებული დემოკრატის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ვინც დააკავეს, ესაა მასობრივი ლიბერალური პოლიტიკის შედეგი, რომელიც აღვირახსნილ თავისუფლებას ქადაგებს, რომელიც სხვა აზრზე მყოფ ადამიანებს უუფლებოდ აცხადებს, მათ გაუქმებას, სოციალურ ლიკვიდაციას ახალისებს, ამ ლიბერალური ისტერიის ფონია მსგავსი ძალადობის მშობელი. ასეა “თავისუფლების ქვეყანაში”, ასეა მთელ ევროპაში და ასეა ჩვენთან. ფაშიზმის შემდეგ, ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ყველაზე მანკიერი და მტრული დოქტრინა, რაც კი გვინახავს.



Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა