Uncategorized

„გარდიანი“ – აშშ მიიღებს ზომებს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც „ადიდებენ, ამართლებენ ან ზერელედ უყურებენ“ ჩარლი კირკის მკვლელობას

აშშ მიიღებს ზომებს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც „ადიდებენ, ამართლებენ ან ზერელედ უყურებენ“ ჩარლი კირკის მკვლელობას. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმგანცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „უცხოელები, რომლებიც ადიდებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში სასურველი სტუმრები არ არიან”.

ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ლანდაუ წერს, რომ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ მიმართ, ვინც „ადიდებს, ამართლებს ან ზერელედ უყურებს“ კირკის სიკვდილს. ლანდაუმ მოუწოდა სოციალური ქსელ X-ის მომხმარებლებს, თავისი პოსტის კომენტარებში შეატყობინონ ასეთი ადამიანების შესახებ.

ამასთან, როგორც „გარდიანი“ წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია არ მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვიზები უნდა მისცეს იმ პირებს, რომელთა ქვეყანაში ყოფნაც არ შეესაბამება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა