პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი – „ქართულ ოცნებას“ და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები

„ქართულ ოცნებას“ და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილი ლევან ხაბეიშვილის მიმართ ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა.

„„ქართულ ოცნებას“ და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ დღეს ეს უკანონო რეჟიმი, რომელმაც გააყალბა არჩევნები და რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირს, მათი ეს უკანონო მმართველობა დასრულდეს. სისხლის სამართლის კოდექსით, კონსტიტუცია იცავს კანონიერ ხელისუფლებას, კონსტიტუციაზე და კანონის საფუძველზე დაფუძნებულ ხელისუფლებას და არა იმ ხელისუფლებას, რომელიც სასამართლოს აუქმებს, რომელიც პარლამენტს მიიტაცებს, რომელიც თავის ერთპარტიულ ინტერესებს იცავს, ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში, ვინაიდან არ ეფუძნებიან არც კანონიერებას, არც კონსტიტუციას და არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა