ყოფილი დეპუტატი და ქართული ოცნების მომხრე ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ ლადო აფხაზავა მის პოსტს, რომელიც 2023 წელს დადო ფეისბუქზე, ავრცელებს, როგორც ახალს.
ხოფერიას თქმით, ნაცების, საქართველოს მტრების და 3,14-დარასტების მხრიდან, ფაქტების, მოვლენების დამახინჯება, ტყუილი- არახალია, თუმცა ამჯერად ეს საქციელი უფრო კარგად გათვლილ და შეკვეთილ პროვოკაციას ჰგავს.
ნაცების, საქართველოს მტრების და 3,14დარასტების მხრიდან, ფაქტების, მოვლენების დამახინჯება, ტყუილი, პროვოკაცია და ყველანაირი არაკაცობა- არახალია!!! არც არასოდეს ვპასუხობ და არც არასოდეს მიღირს ჩალის ფასად ჩემი დროის კარგა!
მაგრამ…
აი, ნახეთ, ვინმე ლადო აფხაზავა, ავრცელებს ჩემს 2023 წლისგამონათქვამს ირაკლი ღარიბაშვილზე, როგორც ახალს, თარიღის მითითების გარეშე! ყურადღებასაც არ მივაქცევდი, რამე თუ ჩემი დამოკიდებულება ირაკლის მიმართ არ შეცვლილა, რომ არა ერთი სიტყვა- დაიწყოოოო!!!
დაიწყო!!! რა დაიწყო შე რუნტუ!
…რაში გინდა გამომიყენო, შე საონჯღორო, უკოჩობაშ კოჩო?!…
რა დაიწყო?!… ანუ, მე ვემუქრები დღევანდელ ხელისუფლებას ( ანიტა ხაბეიშვილის ბოდვებზე დაყრდნობით) ?
2023 წელს დავიწყე ხომ ეს ანტი-ქართული ოცნების კამპანია?!… ვაი, შენ პატრონს!
ახლა კი, კარგად დაიმახსოვრეთ, ლადო დინაფილის პოსტით აღტყინებულებმა!!!
მთავრობა, პრემიერი, ხელისუფლება, რომელიც ატარებს იმ ეროვნულ იდეს, იმ ეროვნული გადარჩენის პოლიტიკას, რომელიც გააჟღერა და სისრულეში მოყავს ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს გახდება ჩემი სამიზნე!!!…
არასოდეს!!! ერთი უბრალო მიზეზის გამო– საქართველოა უპირველესი ყოვლის!!! ღმერთო, სამშობლო გვიცოცხლე!!!


