ABC 7-ის ცნობით, პროკურატურაზე დაყრდნობით, 42 წლის ჯეიმელ მაკგრიფი თაღლითურად შეიპარა კუინსში მოხუცი წყვილის, ფრენკ და მორინ ოლტონების სახლში და სასტიკად გაუსწორდა მათ. მან კარზე დააკაკუნა, ტელეფონის დატენვა სთხოვა, შემდეგ მოხუცი მამაკაცი გზიდან ჩამოიცილა და სახლში შეიჭრა.
ფრენკისა და მორინის ცხედრები ნაწამები და დამწვარი იპოვეს – მკვლელმა ისინი დაწვა. ორი დღის შემდეგ მაკგრიფი ბროდვეის კინოთეატრში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან ოლტონის საკრედიტო ბარათიდან დაახლოებით 800 დოლარი დახარჯა ტანსაცმელზე. ამასთან, მან თავის სახელზე გაფორმებული ბონუს ბარათი გამოიყენა.
მაკგრიფმა ადრე 16 წელი გაატარა ციხეში ყაჩაღობისთვის და იძებნებოდა ორი ძარცვისა და სექსუალური ძალადობისთვის. NYT-ის ცნობით, გასულ წელს მამაკაცმა დაარღვია სექსუალური დამნაშავის რეგისტრაციის წესები, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, არ დაეპატიმრებინა, რადგან სასამართლოს ვერსიით, ის „დასაქმებისა და გამოსწორების გზას“ დაადგა.
მაკგრიფმა სწრაფად აღიარა ოლტონების მკვლელობა, მაგრამ სინანული არ გამოხატა.
„ვაღიარებ, მე ისინი მოვკალი. არ მადარდებს. მე ისინი მოვკალი და დავწვი“, – ციტირებს ABC 7 მაკგრიფის უცენზურო აღიარებას პროკურორებისთვის. მას რამდენიმე სამუდამო პატიმრობა ემუქრება.