Uncategorized

გივი მიქანაძე: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. გივი მიქანაძის მილოცვის ტექსტს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო, მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია – ჩვენი პატარები, პირველკლასელები პირველად შეაღებენ სკოლის კარს, მოსწავლეები და მასწავლებლები კი დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. ამისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ ყველა სკოლას ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.

ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლით, და ეს არის სწორედ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც სახელმწიფო, როგორც განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ასევე, სწავლისა და შრომის ღირსეული პირობების შესაქმნელად დგამს.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის ყველა მასწავლებელს, დირექტორსა და თანამშრომელს, რადგან თქვენ უდიდესი წვლილი შეგაქვთ მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში და ეს შრომა მართლაც ფასდაუდებელია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ სწორედ განათლება არის ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს!“ – აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა