აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პამ ბონდიმ განაცხადა, რომ „სიძულვილის ენა, რომელიც ძალადობის მუქარაში გადადის, არ არის დაცული [აშშ-ის კონსტიტუციის] პირველი შესწორებით [სიტყვის თავისუფლება]“.
„ეს დანაშაულია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვუყურებდით, თუ როგორ ახდენდა რადიკალური მემარცხენე ფრთა მუქარის ნორმალიზებას, მკვლელობისკენ მოწოდებას და პოლიტიკური ძალადობის მხარდაჭერას. ეს ეპოქა დასრულდა“, – აღნიშნა მან.
მისი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის განიხილავს ორგანიზაცია „ანტიფას“ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.
Facebook Comments Box