Uncategorized

სკოტ ბესენტი: გარანტიას გაძლევთ, თუ ევროპა რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ მეორად ტარიფებს დააწესებს, ომი 60 ან 90 დღეში დასრულდება

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ, თუ ევროპა რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ტარიფებს დააწესებს, ომი უკრაინაში 60 ან 90 დღეში დასრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„გარანტიას გაძლევთ, თუ ევროპა რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ მნიშვნელოვან მეორად ტარიფებს დააწესებს, ომი 60 ან 90 დღეში დასრულდება“, – განაცხადა ბესენტმა.

მან აღნიშნა, რომ მაღალი ტარიფების პირობებში მოსკოვი შემოსავლის მთავარი წყაროს გარეშე დარჩება.

ბესენტის განცხადებით, რუსული ნავთობის შესყიდვის საპასუხოდ ინდურ საქონელზე შემოღებულმა ტარიფებმა ინდოეთთან მოლაპარაკებებში „არსებითი პროგრესი“ განაპირობეს. ნიუ-დელი და ვაშინგტონი დღეს მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ნარენდრა მოდისთან დაკავშირებით რიტორიკის შერბილების ფონზე.

ამერიკის ხაზინის მდივნის განცხადებით, აშშ მზადაა იმუშაოს ევროპელებთან რუსული კომპანიების, ისეთების, როგორიცაა „როსნეფტი“ და „ლუკოილი“, წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შემოღებაზე. ამერიკული მხარე აგრეთვე მზადაა ევროპელებთან ითანამშრომლოს გაყინული რუსული აქტივების უფრო ეფექტური გამოყენების კუთხით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა