Uncategorized

Bloomberg: ბრიუსელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო, რაც დონალდ ტრამპის მოთხოვნას უკავშირდება

JPG resized with https://ezgif.com/resize

ბრიუსელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო, რაც დონალდ ტრამპის მოთხოვნას უკავშირდება. ტრამპი ევროპელი პარტნიორებისგან უფრო მკაცრ ზომებს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად, ევროკომისიას სანქციების ახალი პაკეტის წარდგენა ოთხშაბათს, 17 სექტემბერს, ევროკავშირის დიპლომატების შეხვედრაზე ჰქონდა დაგეგმილი.

თუმცა, პარასკევს აშშ-მა G7-ის მოკავშირეებზე ზეწოლა დაიწყო, რათა მათ რუსული ნავთობის იმპორტზე, რომელსაც ჩინეთი და ინდოეთი ყიდულობენ, 100%-იანი ტარიფები დაეწესებინათ.

ამ ნაბიჯით ვაშინგტონი ცდილობს, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე დაითანხმოს.

წყაროს ცნობით, G7-ის წევრი ქვეყნები ამჟამად სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობენ და მის საბოლოო ტექსტზე შეთანხმებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არაერთი დაპირებისა, აშშ-ის პრეზიდენტს ამ დრომდე პირდაპირი სანქციები რუსეთისთვის არ დაუწესებია. ტრამპი მკაცრ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აანონსებს, თუ ევროპა რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა