Uncategorized

აშშ-ის გენერალური პროკურორი: სიტყვის თავისუფლება იცავს იდეებს, დებატებს და განსხვავებულ აზრსაც კი, მაგრამ ის არ იცავს და არასდროს დაიცავს ძალადობას

JPG resized with https://ezgif.com/resize

სიტყვის თავისუფლება იცავს იდეებს, დებატებს და განსხვავებულ აზრსაც კი, მაგრამ ის არ იცავს და არასდროს დაიცავს ძალადობას, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ.

მისი თქმით, „სიძულვილის ენა, რომელიც ძალადობის მუქარაში გადადის, არ არის დაცული კონსტიტუციის პირველი შესწორებით“, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეხება.

„ეს დანაშაულია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვუყურებდით, თუ როგორ ახდენდა რადიკალური მემარცხენე ფრთა მუქარის ნორმალიზებას, მკვლელობისკენ მოწოდებას და პოლიტიკური ძალადობის მხარდაჭერას. ეს ერა დასრულდა“, – აღნიშნა მან.

„აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი რიტორიკა შექმნილია იმისთვის, რომ სხვებს ხელი შეუშალოს კონსერვატიული იდეალების გამოხატვაში. ჩვენ არასოდეს გავჩუმდებით“, – დასძინა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა