საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოსვლასთან დაკავშირებით უარის შესახებ მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, ორგანიზაციამ ბულინგს ვერ გაუძლო.
“ვფიქრობ, სწორედ აქ ჩნდება კითხვის ნიშანი – ისინი (ეუთო/ოდირი) ჩამოსვლის შემთხვევაშიც ვერ იქნებოდნენ ობიექტურნი. ბულინგს ვერ უძლებენ, რომელიც არჩევნების დასკვნის შემდეგაც იქნება – ასეთი პრაქტიკა მათ [რადიკალებს] აქვთ. ამან დააშინა დამკვირვებლები და ვფიქრობ, დაშინებულები ობიექტურობას ვერ დაიცავენ,”-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Facebook Comments Box