ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბადრი გოგია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებს გამოეხმაურა, რომელიც ვიდეოს აღწერის მიხედვით, გადაღებულია მოსკოვში, შევარდნაძის სახლთან. აღნიშნული კადრების ბოლოს კი ჩანს პიროვნება, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის, დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილია, რაც მათი აზრით, იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი მოსკოვში ძალიან მიღებული და დაახლოებული იყო ედუარდ შევარდნაძესთან. ბადრი გოგია ადასტურებს, რომ გავრცელებულ კადრებში ის არის და არა ბიძინა ივანიშვილი და პოსტში დეტალურად აღწერს იმ პერიოდის მოვლენებს. მისი თქმით, ამ კადრის გამავრცელებლებმა და მისმა ამტაცებლებმა სულ ცოტა, ოფთალმოლოგს უნდა მიმართონ თუ ფსიქიატრს არა.
მეცნიერებათა დოქტორი ოპოზიციას მიმართავს, რომ “ახლა კვლავ ოცნება გაიმარჯვებს, შემდეგ კი კიდევ უფრო პატრიოტული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში”.
“ნაცების მიერ წინასაარჩევნო ტყუილების შექმნის ისტორიიდან —– ნეტავი როდის შემდეგ გავხდი ბიძინა ივანიშვილი ? ამ კადრის გამავრცელებლებმა და მისმა ამტაცებლებმა სულ ცოტა, ოფთალმოლოგს უნდა მიმართოთ თუ ფსიქიატრს არა… კი ცოტათი ვგავარ საქართველოს ისტორიის ამ უბადლო მეცენატს და პატრიოტს და მიხარია ნაცფარჩაკების ჯიბრზე. ვიდეოში წითელ კონტურებში მოხატული პიროვნება ვარ მე და დიდი ხანია ვეძებდი ამ ვიდეოს. ამისთვის მაინც მადლობა ნაცფარჩაკებო, ქვეყნის 3 ნაწილად დამანაკუწებლებო, არ აგარევინებთ და ახლა კვლავ ოცნება გაიმარჯვებს, შემდეგ კი კიდევ უფრო პატრიოტული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, კერძოდ ისინი, ვინც რუსებს გაურიგდებიან და აღადგენენ ტერიტორიულ მთლიანობას (სხვა გზა არ არსებობს!). ამას ნაცები ცოცხალი თავით არც იზამდნენ და არც ის მორიგი ტაკი-მასხარები, რომლებმაც კონსტიტუციაში ზარ-ზეიმით ჩაწერეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მოსკოვურ სიგნალებს დუმილით უპასუხეს.
ეს კონკრეტული ვიდეონაწყვეტი ვნახე გუშინ და ისე თამამად წერდნენ ნაცპიარტექნოლოგები – აქ გამოსახული ადამიანი ბიძინა ივანიშვილიაო, რომ მეც კი დამაჯერეს ნაცსექტანტებმა. მაგრამ ერთმა ბასრთვალიანმა ცხუმელმა ისტორიკოსმა მიმითითა პირადში – ბადრი ნუთუ ეს შენ არა ხარო ?! კვლავ შავხედე ვიდეოს და ჩემი თავი არ შევიცნე ამჯერად ?! დიახ, ვადასტურებ, ეს ვიდეო გადაღებულია მოსკოვში, 1992 წლის 25 იანვარს, ხოლო წინა დღეს ბატონმა ზაურ ბედიამ, ზვიადის პირადმა პილოტმა, სოხუმიდან გროზნოს გავლით მოსკოვში ჩაგვაფრინა, ზვიადისტთა დელეგაცია, შევარდნაძის სახლის წინ პროტესტის მოსაწყობად.
ლოზუნგები გადამალული გვქონდა ჩანთებში. ფლამასტერები და საღებავებიც ცალკე მოგვქონდა, რათა ადგილზე დაგვემზადებინა პლაკატები. მოსკოვში ჩაფრენისთანავე ბატონი ზაური რუსებმა დააკავეს და თბილისში პუტჩისტებს გაუგზავნეს. ამ დროს შერემეტიევოს (თუ ვნუკოვოს) თოვლიან აეროპორტში ჩვენ ჩვენსავე გაყინულ თვითმფრინავში ვიჯექით და ვაპროტესტებდით ჩვენი პილოტის დაკავებას. დენი გამოგვირთვეს და სიცივისგან ვიყინებოდით, ბევრი იმ დროს გაცივდა კიდეც.
ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პროფესორი ზაურ კვარაცხელია, რომელსაც დავასწარი და თვითმფრინავში შემოსულ რუს ოფიცერს დელეგაციის სახელით განვუცხადე : Мы на борту самалета объявляем голодовку в связы с арестом Заура Бедия, личного пилота президента Гамсахурдия, и направления его в Тбилиси к путчистам. Будем голодать и не выйдем из самалета до тех пор, пока его не вернут обратно ! Не красиво посылать вашего грузинского коллегу на явную гибель.
ეს განცხადება რუსმა ოფიცერმა ცენტრს რაციით გადასცა და გავიდა. დაგვპირდნენ, რომ ბატონ ზაურ ბედიას არ ჩაუგდებდნენ ხელში შევარდნაძის “სახელმწიფო საბჭოს” და ასევე დაგვრთეს მოსკოვში შესვლის უფლება და ჩვენც ერთი ღამე სასტუმროში გავატარეთ, მეორე დღეს კი შევარდნაძის სახლის წინ მოვაწყვეთ პლაკატებიანი აქციები და სწორედ ამ აქციების ერთ-ერთი მომენტია აღბეჭდილი ამ ვიდეოეპიზოდში. https://www.facebook.com/watch/?v=1116867907257835 ნეტარ წმინდან-მოწამეთა წითელ რკალში თავმონიშნული მუქპალტოიანი ადამიანი ვარ მე და არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი.”- წერს ბადრი გოგია.