ბოლნისის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან და პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. შეხვედრები გაიმართა ძეძვნარიანიში, იწრიაში, ფოცხვერიანისა და გეტაში.
როგორც კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ისმენს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და მომავლის ხედვებს.
„ჩვენი მიზანია, ბოლნისის თითოეულმა დასახლებამ იგრძნოს რეალური ცვლილება. გულწრფელი საუბრები გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მკაფიოდ დავგეგმოთ ის პროექტები, რომლებიც შეეხება თითოეულ ოჯახსა და დასახლებულ პუნქტს , იქნება ეს ინფრასტრუქტურა, დასუფთავება, განათლება თუ კულტურული ცხოვრება,“ – განაცხადა ზამურ ჭითანავამ. შეხვედრებზე, ადგილობრივებთან ერთად დეტალურად განიხილეს სამომავლო გეგმები და ის მიმართულებები, რომელთა განვითარებაც მუნიციპალიტეტისა და მისი მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია.