ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი და უაქციზო სიგარეტი – შვიდ დაკავებულს პროკურატურა ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს, რის შემდეგაც მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სარეალიზაციოდ გამზადებული უპრეცედენტო რაოდენობის უკანონო ნაწარმი ამოიღო, რომლის ჯამური ღირებულება, სავარაუდოდ, ათობით მილიონ ლარს შეადგენს.
არალეგალურად მომუშავე ქარხანა გორში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. შვიდ დაკავებულს შორის არიან ბიზნესმენი და მოკრივე, გიორგი კანდელაკი, ბიზნესმენი ქართლოს ჯალაბაძე და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Facebook Comments Box