Uncategorized

ირაკლი კობახიძე – დღეს გვაქვს საშუალება, კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით ყველა მიმართულებით, იქნება ეს ნარკოტიკული, ორგანიზებული, კორუფციული თუ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული

დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით ყველა მიმართულებით, იქნება ეს ნარკოტიკული, ორგანიზებული, კორუფციული თუ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, რისი საშუალებაც არ გვქონდა თავის დროზე ობიექტური მიზეზების გამო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლაზე და კონკრეტულ გვარებზე კითხვები არ უნდა იყოს დასმული პრემიერ-მინისტრის მიმართ.

„რაც შეეხება კორუფციულ დანაშაულებს, თავის დროზე ჩვენ, შეიძლება, ვერ ვახერხებდით კანონის ამოქმედებას მთელი სიმკაცრით იმის გამო, რომ იყო უამრავი ხელოვნურად შექმნილი გამოწვევა. დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველა მიმართულებით, იქნება ეს ნარკოტიკული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, კორუფციული თუ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, რისი საშუალებაც არ გვქონდა ობიექტური მიზეზების გამო თავის დროზე. რაც შეეხება, ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლას, მსგავსი კითხვები არ უნდა დაისვას ჩემ მიმართ, რადგან პრემიერ-მინისტრის ფუნქცია და უფლებამოსილება არ არის, მიიღოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასთან დაკავშირებით და ა.შ.“ – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა