„მჯერა, რომ ეს საქმე რომ ბოლომდე იქნება გამოძიებული და კიდევ ბევრ ამბავს აეხდება ფარდა,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა საქართველოში უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის აღკვეთასთან დაკავშრებით.
დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცესები ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, რადგან სცენარიც კი არ იცვლება.
„პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციიდან გამომდინარე (მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ), ნათელია, რომ ტვირთი წამოვიდა უკრაინიდან, ამაში ჩართულები იყვნენ უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ბოლო დანიშნულების ადგილად მითითებილი იყო თბილისი, კონკრეტულად ავლაბარი. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძნელია რამე გაგიკვირდეს, თუმცა მეჩვენება, რომ ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, რადგან სცენარსაც კი არ ცვლიან, გვახსოვს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება, მიხეილ სააკაშვილის კონტეინერით შემოპარება და ახლა ჰექსოგენის შემოტანა, თან ყველაფერი წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე,. მჯერა, რომ ეს საქმე რომ ბოლომდე იქნება გამოძიებული და კიდევ ბევრ ამბავს აეხდება ფარდა, მაგრამ პოლიტიკურად რომ შევაფასოთ, ეს არის გაკოტრებული და კუთხეში მიმწყვდეული, გავეშებული რადიკალების უსუსური მცდელობა ქვეყანაში არეულობა და სისხლისღვრა გამოიწვიონ, რათა იქნებ ამ გზით მაინც შეძლონ ხელისუფლებაში დაბრუნება. თუმცა, ერთსაც დავამატებ – ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი კი – საკუთარზეო. მაგრამ ეს შეცდომა კი არა, დანაშაულია საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.“ – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.