Uncategorized

დონალდ ტრამპი: პუტინმა იმედი გამიცრუა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღიარა, რომ მას ეგონა უკრაინაში ომის დასრულება, პუტინთან კარგი დამოკიდებულების ფონზე ადვილი იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ტრამპის განცხადებით, პუტინმა მას იმედები გაუცრუა. შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსკოვზე ზეწოლისთვის ევროპამ რუსეთისგან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტოს.

„ევროპელები რუსეთისგან ნავთობს კვლავ ყიდულობენ. ეს არ უნდა ხდებოდეს. ეს არ არის კარგი. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. ის კვირაში 5 ათასამდე ადამიანს კლავს. მე შვიდი ომი შევაჩერე, ეს ომი კი ძალიან სერიოზულია, თუმცა მეგონა, მისი შეჩერება ადვილი იქნებოდა, რადგანაც კარგი ურთიერთობა მაქვს ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მან იმედი გამიცრუა“, – განაცხადა ტრამპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა